07:43
26 აპრილი, 2019, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მშობლები
რატომ არის ხორცი აუცილებელი მოზარდის ორგანიზმისთვის? - "ფერმკრთალნი არიან, სისუსტეს და ადვილად დაღლას გრძნობენ..."
02-11-2018

ბავშვებისა და მოზარდების გარკვეული ნაწილი ხორცს არ მიირთმევს. უბრალოდ არ უყვართ და მშობლებიც ვერ აძალებენ. ხორცი აუცილებელი პროდუქტია მოზარდი ორგანიზმისთვის. ადამიანი, რომელიც მხოლოდ მცენარეული პროდუქტებით იკვებება, ცილების, რკინისა და გარკვეული ვიტამინების დეფიციტს განიცდის. ცილა კი მოზარდი ორგანიზმის ძირითადი და უმთავრესი აგურია. თუ ზრდასრული ადამიანი ცხოველური ცილის დეფიციტს მცენარეულით ივსებს და ეს საკმაოდ რთულია, ბავშვების შემთხვევაში ეს პრაქტიკულად ვერ ხდება და სამწუხაროდ, მოზარდებს ამის საფუძველზე სერიოზული ძვრები და პრობლემები ექმნებათ.
გახსოვდეთ, მოზარდ ორგანიზმს განსაკუთრებით ბევრი ცილა სჭირდება, მაგალითად, 1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვმა ყოვედღიურად საკვებიდან 4,5 გრამი ცილა უნდა მიიღოს სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე. ყველაზე მაღალი ათვისებადობა კი სწორედ ცხოველურ ცილას აქვს . თუ ბავშვი ხორცის გარდა კვერცხსა და რძის ნაწარმსაც არ ჭამს, ეს კიდევ უფრო მძიმედ აისახება მის ჯანმრთელობაზე,რადგან გამოდის, რომ ბავშვი პრაქტიკულად სრულად მოკლებულია ცხოველურ ცილას.

მეორე პრობლემა, რომელიც ამ ფონზე ვითარდება - რკინის დეფიციტია. რკინის რეალური წყარო არა ხილი ან კენკრა, არამედ სწორედ ხორცეულია. თევზისა და ხორცის არამოყვარულ ბავშვებს ჰემოგლობინის დაბალი შემცველობა აღენიშნებათ. ისინი ფერმკრთალნი არიან, სისუსტესა და ადვილად დაღლას გრძნობენ. მესამე პრობლემა, რომელიც ხორცეულზე უარის თქმის შემთხვევაში იჩენს თავს B12(ბე12) ვიტამინის დეფიციტია. ეს ვიტამინი ნერვული და სისხლმბადი სისტემების ნორმალურ ფუნქციობაზეა პასუხისმგებელი. მცენარეულ პროდუქტებში B12 ვიტამინი პრაქტიკულად არ შედის. და კიდევ, იმისათვის, რომ მოზარდმა ორგანიზმმა კალციუმისა და თუთიის სათანადო რაოდენობა მიიღოს, საკმაოდ დიდი რაოდენობით მცენარეული საკვები უნდა მიირთვას ყოველდღიურად, რადგან ხილსა და ბოსტნეულში ეს ელემენტები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე რეალურად ხორცში.

ასე რომ, მიაქციეთ ყურადღება თქვენი პატარების საკვებ რაციონს. შეეცადეთ შეაყვაროთ მათ ხორცი, კვერცხი, თევზი და რძის ნაწარმი. გახსოვდეთ, ჯანსაღი და სწორი კვება ჯანმრთელობის საფუძველია!

AutoPlay
რატომ არის წვნიანი სასარგებლო?
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
ბავშვის ყოველდღიური კერძი, რომელიც სულაც არ ყოფილა სასარგებლო - მისი მიღებით პატარა იმდენ შაქარს იღებს, რამდენიც მოზრდილებისთვისაც კი საშიშია
24-04-2019
ბავშვებში მომატებული ალერგიები და ასთმა მშობლების ბრალია - უარი თქვით ანტიბაქტერიული კრემების, გელებისა და სველი ხელსახოცების გამოყენებაზე
24-04-2019
ინფექციები მეძუძურ დედებს ადვილად "ერევა" - გადამდებია თუ არა ვირუსი დედის რძით?
24-04-2019
რა ასაკიდან უნდა შევიტანოთ ბავშვის მენიუში კვერცხი? - იცოდით, რომ შემწვარი სახით 4-5 წლისთვის უნდა შესთავაზოთ
24-04-2019
ლიმონი ოთხ ნაწილად გაჭერით და დადეთ თქვენს საძინებელში - მის სუნს იმაზე მეტი დადებითი თვისებები აქვს, ვიდრე წარმოგვიდგენია
22-03-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები