კვლევის თანახმად, რომელიც ვირჯინიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს 4 წლის ბავშვებს, რომლებსაც ნორმაზე ნაკლები დროის განმავლობაში სძინავთ, გაცილებით ხშირად აქვთ ქცევასთან დაკავშირებული პრობლემები, ვიდრე მათ კარგად გამოძინებულ თანატოლებს. მეცნიერებმა 9 000 ბავშვის მშობელი გამოკითხეს. მონაცემების შეჯერების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ საშუალოდ 4 წლამდე ბავშვის ძილის ხანგრძლივობა 10 საათზე ოდნავ მეტია. ბავშვების 16%-ს ძილის სერიოზული ნაკლებობა აღმოუჩინეს. ეს განსაკუთრებით გამოხატული იყო ბიჭებში, რომლებიც დღეში ტელევიზორს 2 საათზე მეტ ხანს უყურებდნენ.ექიმების რეკომენდაციით, საშუალოდ 3-4 წლის ბავშვს დღე-ღამეში 14-16 საათი უნდა ეძინოს. ამ დროში, ბუნებრივია, შუადღის ძილიც იგულისხმება. 5-6 წლის ბავშვს 13-15 საათიანი ძილი ესაჭიროება. სპეციალისტები მშობლებს მოუწოდებენ, ანგარიში გაუწიონ ბავშვების ფიზიოლოგიურ მოთხოვნებს და საკუთარი გატაცებებით მათ ჯანმრთელობას ხელი არ შეუშალონ.