სახის კანის მოვლის არაერთი მეთოდი და საშუალებაა ცნობილი. ისიც ყველამ იცის, რომ ძილს ისეთივე დიდი მნიშვნელობა აქვს სახის კანის ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებისათვის, როგორც კვებას და სწორ მოვლას. ღამით კანის უჯრედები განახლებას განიცდის, ინტენსიურად აღდგება, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ ის სუფთაა. მძიმე დღის შემდეგ დაღლილ-დაქანცული ქალბატონები ხშირად მაკიაჟით იძინებენ. გახსოვდეთ, ჭუჭყი, კანის ცხიმი და ჩაუმოუბანელი კოსმეტიკა ახშობს კანის ფორებს, პროვიცირებას უწევს აკნეს და აშრობს კანს. ამიტომ, ნუ დაიზარებთ სახის ჩამობანას ძილის წინ!