საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების რაოდენობა ნულის ტოლია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ოთხ წელიწადში სახელმწიფო პროგრამებითა თუ საერთაშოირისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით სოფლის მეურნეობაში 1,5 მილიარდი ლარი დაიხარჯა, აგრარული სექტორი ინვესტორებისთვის მიმზიდველი მაინც არ არის. სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, აგრარულ სექტორში პროდუქტიულობის ზრდა გრძელვადიანი პროცესია"ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის" აგრარული მიმართულების უფროსი მკვლევარის აზრით, სოფლის მეურნეობაში განხორციელებულმა სახელმიფო პროგრამებმა საერთო სურათი ჯერჯერობით ვერ შეცვალა. ირაკლი კოჭლამაზაშვილის განმარტებით, აგრარული სექტორი კვლავ ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. მისი თქმით, პრობლემად რჩება შესაბამისი ცოდნისა და უნარების უქონლობა და თანამედროვე ტექნოლოგიების არარსებობაც.ბოლო ათ წელიწადში უცვლელია სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში და მშპ 8,4-9,4 შორის მერყეობს.