ბოლო ერთი თვის განმავლობაში მსოფლიო ბაზარზე საწვავი იაფდება. ლონდონისა და ნიუ იორკის ბირჟებზე ნავთობის ღირებულება სამი აგვისტოს ვაჭრობის შედეგადაც შემცირდა. მიუხედავად ამ ტენდენციისა, საქართველოში საწვავის ფასი არ იკლებს. მსოფლიო ბაზრაზე ნედლი ნავთობის ფასების კორექტირება მაისიდან დაიწყო, თუმცა აფბას ანალიტიკოსის განცხადებით ამ ხნის განმავლობაში, ქართულ ბაზარზე საწვავის ღირებულება მხოლოდ იზრდებოდაიმპორტიორები ამბობენ, რომ თუ მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის ფასების შემცირების ტენდენცია გაგრძელდა და ლარმა სტაბილურობა შეინარჩუნა, ფასების კორექტირებას საქართველოშიც უნდა ველოდოთ. საქართველში საწვავზე აქციზის გადასახადი 2017 წლის პირველი იანვრიდან გაიზარდა. რასაც მალევე ბენზინისა და დიზელის გაძვირება მოჰყვა. საქართველში ამ დროისთვის 7 ბრენდირებული და რამდენიმე ათეული არაბრენდირებული ავტოგასამართი სადგური ოპერირებს.