რატომ არ ჩანს ბიძინა ივანიშვილი - მმართველი გუნდის პასუხი - Palitra News

რატომ არ ჩანს ბიძინა ივანიშვილი - მმართველი გუნდის პასუხი

2018-12-07 15:50:18+04:00

"რატომ არ ჩანს ბიძინა ივანიშვილი" - ჟურნალისტების ამ კითხვაზე მმართველ გუნდში პასუხობენ რომ თუ მიხეილ სააკაშვილი ხშირად ჩანს ტელევიზიით, აქამდე არც ჭკვიანური უთქვამს რაიმე და არც სასარგებლო. ქართულ ოცნებაში ოპოზიციისმოთხოვნების შესახებაც საუბრობენ და აცხადებენ რომ მათი ყველა მოქმედება მიმართულია დესტაბილიზაციისა და დესტრუქციისკენ. ცნობისთვის 16 დეკემბერს, შესაძლოა ოპოზიციამ პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად, თელავში აქცია გამართოს.