ქართველმა ბიჭმა დავით წოწორიამ დედა საზღვარგარეთ სამუშაოდ არ გაუშვა და მოხუცის მომვლელად თვითონ წავიდა. როგორც ამბობს, ეს გადაწყვეტილება მისთვის ბოლო ბერკეტი იყო, რათა ოჯახი გაჭირვებიდან გამოეყვანა. დეტალებს იტალიაში მყოფი ემიგრანტი გადაცემაში "საღამოს ნიუსრუმი" ჰყვება.