ჯორჯიის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევით დადასტურდა, რომ ბაქტერიების ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობის განვითარების მიზეზი შეიძლება დაბინძურებული გარემო იყოს. ამ თეორიის შესამოწმებლად, მეცნიერებმა ბირთვული სამარხის ადგილიდან აღებული წყლისა და ნიადაგის 11 ნიმუში შეისწავლეს. კვლევა ჩაუტარდა ანტიბიოტიკებსა და აღნიშნულ ზონაში აღმოჩენილ E. Coli-ის ( კოლის) 427 შტამს. 11 ნიმუშიდან 8-ში ანტდიბიოტიკებისადმი მდგრადობის მაღალი დონე აღმოჩნდა. მეცნიერებმა მეორე ტესტი ჩაატარეს 23 ანტიბიოტიკზე. ბაქტერიების 95% მდგრადი აღმოჩნდა 10 ტიპის ანტიბიოტიკისადმი. აქამდე ითვლებოდა, რომ სწორედ ანტიბიოტიკების არაზომიერი გამოყენება იწვევდა მდგრადობის განვითარებას.
მდგრადობა აღინიშნებოდა გატიფლოქსაცინზე და ციპროფლოქსაცინზე. ერთის კონსტატირება შესაძლებელია: ყველა ბაქტერია შეხებაში იყო დიდი რაოდენობით დაბინძურებულ ნივთიერებებთან, მათ შორის ისეთ ლითონებთან, როგორიცაა კადმიუმი და ვერცხლისწყალი.