საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიციის ერთადერთი ამოცანაა, რომ მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლება არჩევნების გარეშე გადააბარონ.
იონათამიშვილი გუშინ ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს დექსტუქციულს უწოდებს. მისი თქმით, ოპოზიციას არ აქვს ინტერესი რაიმე სახის კომპრომისზე წავიდეს, თუნდაც მცირე კონსტრუქციულობა შეიტანონ მოლაპარაკებების პროცესში.