გოგრაში შედის ვიტამინები, მიკრო და მაკრო ელემენტები, თუმცა აღნიშნული დადებითი შემადგენლობა ბევრ სხვა ბოსტნეულსა და ხილსაც გააჩნია. ის, რაც გოგრას სხვა პროდუქტებისგან გამოარჩევს, ბეტა კაროტინი და ლუთეინია ნივთიერებები, რომელიც განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს ადამიანის მხედველობაზე, მოზარდის ზრდა განვითარებასა და ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებაზე. აღნიშნული ნივთიერებები ანტიოქსიდანტებია, რომელიც აფერხებს ორგანიზმის დაბერებას. ასევე, არაერთი მეცნიერის კვლევებით დასტურდება, რომ ბეტაკაროტინი, ქიმიოთერაპიით მკურნალობის პარალელურად, ეფექტურია კიბოსთან ბრძოლაში. როგორც სტაფილოს შემთხვევაში, სწორედ ბეტაკაროტინი განაპირობებს გოგრის ფერს, თუმცა გოგრაში აღნიშნული ნივთიერება ბევრად მეტია. ის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, ა ვიტამინად გარდაიქმნება და სწორედ ა ვიტამინს გააჩნია ზემოთჩამოთვლილი ამდენი დადებითი ეფექტი, თუმცა აუცილებელია იცოდეთ, იმისთვის, რომ ის ორგანიზმმა აითვისოს , ისევე როგორც სტაფილო და სტაფილოს წვენი, გოგრაც ცხიმის შემცველ პროდუქტებთან ერთად უნდა მიიღოთ.
იხილეთ:
რა კავშირი აქვს გოგორის თესლს უშვილობასთან? - იცოდეთ საშემოდგომო პროდუქტის უნიკალური თვისება, რაც აქამდე არც ალბათ გსმენიათარცოდნა აკრძალულია: სასარგებლო და გემრიელი გოგრის არჩევა.