ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხდებას აფასებენ.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა გია ვოლსკიმ და თამარ ჩუგოშვილმა განაცხადეს ხელისუფლებისთვის მისაღებია ის, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს სრული ტერიტორიების ფარგლებში.
ჩუგოშვილის თქმით რასმუსენის განცხადება არ ყოფილა ოფიციალური შემოთავაზება ნატოს ოფიციალური წარმომადგენლის მხრიდან. როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა მე-5 მუხლის გარეშე ნატო-ს წევრობის საკითხი ხვალვე გადაწყდება, თუკი ნატო-ს წევრი ქვეყნები ამაზე თანხმობას გამოაცხადებენ.
რაც შეეხება ოპოზიციას, მათი შეფასებით რასმუსენის შემოტავაზების განხილვა მნიშვნელოვანია და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ამ წინადადების ხელაღებით უარყობა რუსული პროპაგანდის მთავარი იარაღის გამოყენებაა, რომ თითქოს, დასავლეთი საქართველოსგან ოკუპაციაზე შეგუებას ითხოვს.