2019 წლის 1-ელ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები მილიარდ 200 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 15.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, ვიზიტზე საშუალო ხარჯი წინა წელთან შედარებით 16.1 პროცენტით შემცირდა და 889 ლარი და 70 თეთრი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტ ფულს ვიზიტორები საკვებსა და სასმელში ხარჯავენ. კერძოდ, მიმდინარე წლის 1-ლი კვარტლის მონაცემებით, საკვებსა და სასმელზე საშუალო ხარჯმა ვიზიტზე 232 ლარი და 90 თეთრი შეადგინა. მეორე ადგილს, 228 ლარითა და 90 თეთრით განთავსება იკავებს, 165 ლარითა და 20 თეთრით კი მესამე ადგილზე გართობაა.
რაც შეეხება სხვა ხარჯებს, სტატისტიკური მონაცემებით საყიდლებზე გაწეული საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 117 ლარი და 30 თეთრი; ხანგრძლივ მოხმარების საგნებზე - 66 ლარი და 90 თეთრი, ადგილობრივ ტრანსპორტზე - 64 ლარი და 50 თეთრი, ძვირფას ნივთებზე 70 თეთრი; ყველა სხვა ხარჯი კი 13 ლარი და 20 თეთრი იყო.