2018 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 914 ათას 100 ლარით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე მილიონ 100 ათასი ვიზიტი განახორციელეს. ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, გასულ წელს ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა 144 მილიონ 800 ათასი ლარით განისაზღვრა. ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი კი 132 ლარსა და 30 თეთრს უტოლდება.
"საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტ ფულს ადგილობრივი ვიზიტორები საყიდლებზე ხარჯავენ. კერძოდ, გასული წლის მონაცემებით, საყიდლებზე საშუალო ხარჯმა ვიზიტზე 44 ლარი და 40 თეთრი შეადგინა. მეორე ადგილს, 30 ლარითა და 40 თეთრით საკვები და სასმელი იკავებს, 23 ლარითა და 20 თეთრით კი მესამე ადგილზე ტრანსპორტია.
რაც შეეხება სხვა ხარჯებს, სტატისტიკური მონაცემებით განთავსებაზე გაწეული საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 6 ლარს და 60 თეთრს; გასართობ, გამაჯანსაღებელ, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე - 2 ლარს, სხვაზე კი - 25 ლარსა და 70 თეთრს შეადგენდა.