სამწუხაროდ, უკრაინა აღმოჩნდა ჩვენზე უფრო არშემდგარი სახელმწიფო, - ამის შესახებ თსუ-ის ყოფილმა რექტორმა, პროფესორმა ვლადიმერ პაპავამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.მისი თქმით, უკრაინაში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ორი ვერსია იკვეთება: პირველი, რომ ადგილი ჰქონდა გარიგებას და გუშინ განვითარებული მოვლენები დადგმული იყო, ან უკრაინის ხელისუფლებას აღარ აქვს უნარი ქვეყანაში წესრიგი დაამყაროს.