რასაც ყვება დეკანოზი, აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია ოფიციალურ ვერსიასთან, რაც პროკურატურის მხრიდან ვრცელდება, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომელიც ჩაფიძის კლინიკაში დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად მივიდა.
ომბუდსმენის განმარტებით, თვითონ გამოთქვა სურვილი დეკანოზის მონახულების, ვინაიდან სახალხო დამცველის აპარატი ამ საქმეს სწავლობს. უჩა ნანუაშვილის თქმით, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, დეკანოზს რომ სტრესი განუვითარდეს და ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას, გასაკვირი არ არის.