საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ პრემიდენტის მიერ დადებული ვეტო უნდა დაიძლიოს. დეპუტატი ხვალ პარლამენტში დაგეგმილ განხილვას გამოეხმაურა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით გაიმართება. დეპუტატის თქმით, პრეზიდენტის არჩევის წესზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა გათვალისწინებული. რაც შეეხება განცხადებას იმის შესახებ, რომ პარლამენტი არ უნდა ირჩევდეს პრეზიდენტს, როგორც ვოლსკიმ განაცხადა, ხალხს არ ერთმევა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლება.