სამშენებლო კონსტრუქციები, სარეცხი და საწმენდი საშუალებები, მოწყობილობა სოფლის მეურნეობისა და მებაღეობისთვის - ეს იმ პროდუქტების მცირე ჩამონათვალია, რასაც საქართველო ისრაელში ყიდულობს.
საერთო ჯამში, 2021 წლის 3 თვეში საქართველო-ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვამ 7 მილიონ 284 ათასი დოლარი შეადგინა, საიდანაც ექსპორტი 4 მილიონ 647 ათასი დოლარი, იმპორტი კი 2 მილიონ 637 ათასი დოლარი იყო.
მიმდინარე წლის 1-ლი კვარტლის მონაცემებით, იმ Top-5 პროდუტს შორის, რასაც საქართველო ისრაელში ყიდულობს ლიდერობს - სამშენებლო ასაწყობი კონსტრუქციები - 311 ათას 500 დოლარით; მას მოსდევს - მოწყობილობა მებაღეობის, მეფრინველეობის ან მეფუტკრეობისთვის, რომლის იმპორტმაც 280 ათას 600 დოლარი შეადგინა; მე-3 ადგილზეა - ფილები, ფურცლები, ფირები, კილიტა და ზოლი პოლიმერული მასალებისგან - 226 ათას 300 დოლარით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი სარეცხი და საწმენდი საშუალებები და ფეხსაცმელებისათვის ვაქსები და საცხები იკავებენ, შესაბამისად, 222 ათას 400 და 101 ათას 300 დოლარის იმპორტით.