2020 წლის იანვარ-თებერვალში თურქეთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა გახდა, სადაც საერთო სავაჭრო ბრუნვამ 248 მილიონ 500 ათასი დოლარი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში თურქეთში პროდუქციის იმპორტი 5.7%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი 25.3%-ით გაიზარდა.
2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ მილიარდ 654 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12 პროცენტით ნაკლებია. ბრუნვის მიხედვით, სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის თურქეთის წილი 15%-ია.
საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ჩამონათვალში ლიდერობს: ფეროშენადნობები - 8 მილიონ 555 ათას 100 დოლარის ექსპორტით; მას მოსდევს - ტრიკოტაჟის ნაწარმი - 8 მილიონ 312 ათას 800 დოლარით; მე-3 ადგილზეა - მამაკაცისა ან ბიჭის კოსტუმები, კომპლექტები, რომლის ექსპორტმაც 4 მილიონ 616 ათას 400 დოლარი შეადგინა; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი შავი ლითონების ნარჩენები და ჯართი და ხორცის, თევზის ან კიბოსნაირების ფქვილი და გრანულები ინაწილებენ.