რას ვყიდით ისრაელში - Palitra News

რას ვყიდით ისრაელში

2021-05-13 08:15:14+04:00

მინერალური წყლები, სპირტიანი სასმელები, აპარატურა ტელე-რადიო მაუწყებლობისთვის - ეს იმ პროდუქტების მცირე ჩამონათვალია, რასაც საქართველო ისრაელში ყიდის. საერთო ჯამში, 2021 წლის 1-ელ 3 თვეში საქართველო-ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვამ 7 მილიონ 284 ათასი დოლარი შეადგინა, საიდანაც ექსპორტი 4 მილიონ 647 ათასი დოლარი იყო, იმპორტი კი 2 მილიონ 637 ათასი დოლარი.

მიმდინარე წლის 1-ლი კვარტლის მონაცემებით, Top-5 პროდუტს შორის, რასაც საქართველო ისრაელში ყიდის ლიდერობს წყლები - მილიონ 199 ათას დოლარით; მას მოსდევს სპირტიანი სასმელები, რომლის ექსპორტმაც 675 ათას 300 დოლარი შეადგინა; მე-3 ადგილზეა რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიისთვის განკუთვნილი აპარატურა - 410 ათას 100 დოლარი; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები და მინერალური და მტკნარი წყლები იკავებენ, შესაბამისად, 272 ათას 200 და 249 ათას 600 დოლარით.