06:39
17 სექტემბერი, 2019, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
რას ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთში - TOP-5 პროდუქტი
14-08-2019

2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 მილიარდ 968 მილიონ 300 ათასი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.6 პროცენტით ნაკლებია. კერძოდ, 2019 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოს 10 უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორის რუსეთი პირველ ადგილზე იმყოფებოდა, რომელთანაც სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ საანგარიშო პერიოდში 677 მილიონ 800 ათასი დოლარი შეადგინა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ტოპ-5 პროდუქტს, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდით რუსეთში და ასევე, რომელიც იქიდან შემოგვაქვს.

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან რუსეთში გატანილი უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი ფეროშენადნობები იყო, რომლის ექსპორტმაც 77 მილიონ 324 ათას 500 დოლარი შეადგინა; მას მოსდევს ყურძნის ნატურალური ღვინოები - 58 მილიონ 765 ათას 300 დოლარით; მე-3 ადგილზე კი 30 მილიონ 720 ათას 800 დოლარით მინერალური და მტკნარი წყლები გავიდა. ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს ცენტრიფუგები; აგრეგატები სითხის ან აირის საფილტრავი და სპირტიანი სასმელები იკავებენ, შესაბამისად, 19 მილიონ 20 ათას 100 და 13 მილიონ 978 ათას 900 დოლარით.

რაც შეეხება რუსეთიდან იმპორტს, უმსხვილესი საიმპორტო ჯგუფი ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო. კერძოდ, გასულ თვეებში საქართველოში რუსეთიდან 89 მილიონ 252 ათას 200 დოლარის ღირებულების აღნიშნული პროდუქტი შემოვიდა. მე-2 ადგილზეა - ხორბალი და მესლინი, რომლის იმპორტმაც 31 მილიონ 272 ათას 100 დოლარი შეადგინა; მას კი 16 მილიონ 538 ათას 400 დოლარით ქვანახშირის კოქსი და ნახევარკოქსი მოსდევს. რუსეთიდან საიმპორტო პროდუქტების ტოპ ხუთეულში მე-4 და მე-5 პოზიციებს ქვანახშირი, მიღებული ქვანახშირისაგან მყარი საწვავის სახეობები მზესუმზირის ზეთი ინაწილებენ, შესაბამისად, 15 მილიონ 112 ათას 700 და 13 მილიონ 554 ათასი დოლარით.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები