2021 წლის იანვარ- ნოემბერში საქართველოდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 18,117 მლნ ამერიკული დოლარის ღირებულების პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა. რაც შეეხება იმპორტს, საქართველოში 116,291 მლნ დოლარის პროდუქტი შემოვიდა.
2021 წლის 11 თვეში საქართველოდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტირებული ტოპ-10 პროდუქტის ჩამონათვალს შორის ლიდერობს, მსუბუქი ავტომობილები - 7,967 მლნ დოლარით, მას მოსდევს ეთილის სპირტი და სპირტიანი სასმელები - 2,033 მლნ დოლარის ექსპორტით, მე-3 ადგილზეა ცხვრის ან თხის ხორცი, რომლის ექსპორტმაც 1,321 მლნ დოლარი შეადგინა, მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ოქრო და თხილი და სხვა კაკალი ინაწილებენ, რომელთა ექსპორტმაც შესაბამისად, 1,044 მლნ და 927.1 ათასი დოლარი შეადგინა.
ექსპორტირებული პროდუქტების ათეულში ხვდება ასევე: მინისა და საბაღე საგოზავები, მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები და მოწყობილობები, ნაყოფები, სამართებლები და მათი პირები და გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები.