თბილისის მერიამ გარევაჭრობების წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება დაიწყო. უკვე მეოთხე დღეა მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებს საქმიანობის უფლება აეკრძალათ. ტერიტორიაზე აღარც უნებართვოდ განთავსებული დახლები დგას. თბილისის ბაზრობების ასოციაცია გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ფართებს სთავაზობს. გარემოვაჭრეების ნაწილს ალტერნატიული შეთავაზების განხილვა არ სურს. ისინი მერიას აპრილის შუა რიცხვებამდე ტერიტორიაზე დარჩენისა და საქმიანობის უფლებას სთხოვენ. თბილისის მერიამ უნებართვო გარე ვაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება 19 მარტს დაიწყო. როგორც მერიაში აცხადებენ ანალოგიური ქმედებები უახლოეს მომავალში დედაქალაქის მასშტაბით არსებულ სხვა ადგილებშიც განხორციელდება. გარევაჭრობა დედაქალაქში 2010 წელს აიკრძალა, თუმცა კანონის აღსრულება მერიისთვის ჯერ კიდევ მოუგვარებელ პრობლემად რჩება. ამ დრომდე მერიამ გარევაჭრობისგან რამდენიმე ადგილი გაათავისუფლა, მათ შორის რიყის მიმდებარე ტერიტორია, ჭავჭავაჭე და ლესელიძის ქუჩა.