გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას მეუღლის, მაია ირემაშვილის ინფორმაციით, შარდენზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიებას თორდიას გარდა ჯერ არავინ დაუკითხავს.მისივე თქმით, გენერალური აუდიტორი კაფე el_Centro-ში პირადი დაცვის გარეშე იმყოფებოდა. ”იმედი მაქვს, რომ მოხდება საქმის ობიექტური გამოძიება. ვინც დასასჯელია, ის, რა თქმა უნდა, უნდა დაისაჯოს. დაველოდოთ გამოძიებას”, - აღნიშნა ირემაშვილმა ჟურნალისტებთან.ლაშა თორდიას მეუღლე დარწმუნებულია, რომ მომხდარი თორდიას სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.ალადაშვილის კლინიკაში გენერალურ აუდიტორს პროკურორები კითხავენ.