სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია აცხადებს, რომ 12 მაისს, თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ-ლაუნჯ "ელ ცენტროში" თავს დაესხნენ. მისი თქმით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხა თავს. ლაშა თორდია საავადმყოფოშია და გამოკვლევები უტარდება, მას ტვინის შერყევა აქვს. აუდიტის სამსახურის უფროსი თავდასხმას მის საქმიანობას უკავშირებს. მისი თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამზადებს დასკვნას, რომელიც მთავარი პროკურატურის საქმიანობის სწორედ იმ პერიოდს მოიცავს, როდესაც პროკურატურას ოთარ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. ამ საქმესთან ფარცხალაძის კავშირზე და მოკვლევის დეტალებზე საუბარს გენერალური აუდიტორი 15 მაისს გეგმავს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო.უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
"დამარტყა გვერდიდან ხელი..." - ლაშა თორდიას კომენტარი საავადმყოფოდან კლუბში თავდასხმის შემდეგრას ამბობენ შარდენზე მდებარე კაფეების თანამშრომლები, სადაც ლაშა თორდიას თავს დაესხნენ