კომპანია „სილქნეტი“ მომხმარებელს განახლებულ სატარიფო პირობებს სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.
კერძოდ, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია ახალ მომხმარებელს ორი თვის სააბონენტოს გაუუქმებს და ეს შეეხება, ქსელში ჩართვის 1-ელ და მე-4 თვეს. ხოლო ინტერნეტისა და ტელევიზიის ინსტალაციის საფასური - თბილისში - 120, რეგიონებში კი - 100 ლარი იქნება.
ამასთან, კომპანიის ცნობით, აბონენტები, დამატებითი შეღავათის სახით, ადგილზე საჩუქრად მიიღებენ ჯეოსელის სიმ ბარათებს და ჩაერთვებიან აქციაში „შენი ოთხეული“ - ჯეოსელის ოთხი ნომერი ერთმანეთთან უფასო საუბრით.