უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა - ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ წერილობითი მიმართვები მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის დავით საყვარელიძის სახელით მიიღეს. ამ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. ბრიფინგზე აღინიშნა, რომ მიმართვების ავტორი მოსამართლეებს გარკვეული ქმედებების განხორციელებას და ამ ქმედებების სანაცვლოდ არამართლზომიერ სარგებელს სთავაზობდა. პროკურატურაში განმარტავენ, რომ მომსამართლეებმა დავით საყვარელიძის სახელით წერილობითი მიმართვები 11 იანვარს საცხოვრებელი სახლის მისამართებზე მიიღეს . ამასთან , გამოძიებით დგინდება, რომ ბესარიონ ალავიძესა და პაატა ქათამაძეს მოკლე ტექსტური შეტყობინებებიც გამოეგზავნათ უკრაინული მობილური ტელეფონის ნომრიდანა.
იხილეთ: პროკურატურა სკანდალურ დოკუმენტებს ასაჯაროვებს - "რუსთავი 2"-ის მოსამართლეებმა წერილობითი შეტყობინებები დავით საყვარელიძისგან მიიღეს