პროკურატურა მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს საპროცესო შეთანხმების გაფორმებას კიდევ ერთხელ სთავაზობს. ამის შესახებ "ცენტრ პოინტის" საქმის პროკურორმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც დავით გუმბერიძემ აღნიშნა, ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება იმ პირობით გაფორმდება, თუ ისინი ყველა დაზარალებულს ზიანს აუნაზღაურებენ და ყველა ობიექტის მშენებლობას დაასრულებენ.პროკურორის ინფორმაციით, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს აღნიშნული პირობით საპროცესო შეთანხმების გაფორმება გამოძიებისა და სასამართლო განხილვების ეტაპზეც შესთავაზა. რაც შეეხება "ცენტრ პოინტის" საქმეზე გამოტანილ განაჩენს, როგორც პროკურორმა აღნიშნა, ბრალდება გადაწყვეტილებით ნაწილობრივაა კმაყოფილი.
ასევე იხილეთ:ატირებული ლელა კილაძე, განაჩენის გამოცხადების შემდეგ - რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს