ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის ინფორმაციით, მომავალი წლისათვის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ელექტრონული რეცეპტურის დანერგა იქნება. მისი თქმით, ელექტრონული რეცეპტურა მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა დაინერგოს. მოხდება რეცეპტის ონლაინ გამოწერა და გაკონტროლება, როგორ წერენ და რამდენს წერენ ექიმები. დღესდღეობით ელექტრონული რეცეპტი ნებაყოფლობითია.