კონკურენციის სააგენტომ "სოლვეის" მხრიდან კანონდარღვევის ფაქტი გამოავლინა. მოკვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ კომპანიამ საქონლის შესახებ ისეთი ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც მომხმარებელს არასწორ წარმოდგენას უქმნის და გარკვეული ეკონომიკური ქმედებისკენ უბიძგებს. "სოლვეის" დარღვევის აღმოსაფხვრელად 1 თვის ვადა მიეცა.
ცნობისთვის, კომპანიის საქმიანობა დისტრიბუციასა და სარეკლამო მასალებით ვაჭრობას მოიცავს. კომპანიის 51%-იანი წილის მფლობელი მირიან გურგენიძე; 49%-იანი წილის მფლობელი კი ლევან გურგენიძეა.