გირგვლიანის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე, რომელზეც დათა ახალაიაა ბრალდებული, მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება. პროცესზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი დაიკითხა, რომელიც 2006 წელს იმ ავტომობილს მართავდა, რომლითაც სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი ლევან ბუხაიძე უკანონოდ გაიტაცეს და თავისუფლება აღუკვეთეს. მოწმე იმ გარემოებებს იხსენებს, თუ როგორ მოხდა სანდრო გირგვლიანისათვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა. საპირისპიროს ამტკიცებს დაცვის მხარე. მათ მიაჩნიათ, რომ მძღოლი მხოლოდ კონკრეტულ მითითებებს ასრულებდა.