2018 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობა 25.7 %-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 9 თვეში ქვეყნიდან 2 მილიარდ 448 მილიონი დოლარის პროდუქცია გავიდა. სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების ხუთეულში, რომელიც წელს საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით გავიდა, ყურძნის ნატურალური ღვინოები ლიდერობს, რომლის ექსპორტმაც 138 მილიონ 700 ათასი დოლარი შეადგინა.
მეორე ადგილზეა სპირტიანი სასმელები, რომლის ექსპორტმა 95 მილიონ 900 ათასი დოლარი შეადგინა, მესამე ადგილს კი 79 მილიონ 500 ათასი დოლარით მინერალური და მტკნარი წყლები იკავებს. ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს თხილისა და სხვა კაკლის და ცხვრის ან თხის ხორცი სასაქონლო ჯგუფები ინაწილებენ. კერძოდ, იანვარ-სექტემბერში თხილისა და სხვა კაკლის ექსპორტმა 49 მილიონ 500 ათასი; ხოლო ცხვრის ან თხის ხორცის ექსპორტმა 25 მილიონ 500 ათასი დოლარი შეადგინა.