12:38
18 იანვარი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
რას ყიდის და ყიდულობს საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით - TOP-5 პროდუქტი
12-08-2019

2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 მილიარდ 968 მილიონ 300 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.6 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში 11.5%-ით გაიზარდა ექსპორტი და მილიარდ 775 მილიონ 400 ათასი დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 4.9%-ით შემცირდა და 4 მილიარდ 192 მილიონ 900 ათასი დოლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით, სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებს ყიდის, რომლის ექსპორტმაც იანვარ-ივნისში 306 მილიონ 597 ათას 300 დოლარი შეადგინა; მას მოსდევს მსუბუქი ავტომობილები - 260 მილიონ 501 ათასი დოლარით; მე-3 ადგილზე კი ფეროშენადნობებია - 179 მილიონ 171 ათას 600 დოლარით; ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს დაფასოებული მედიკამენტები და ყურძნის ნატურალური ღვინოები ინაწილებენ, შესაბამისად, 105 მილიონ 638 ათას 800 და 97 მილიონ 204 ათას 100 დოლარით.

რაც შეეხება, ტოპ-5 საიმპორტო პროდუქტს, ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდულობთ, ნავთობს და ნავთობპროდუქტებს, რომლის იმპორტმაც მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში - 341 მილიონ 176 ათას 800 დოლარი შეადგინა; მე-2 ადგილზეა - მსუბუქი ავტომობილები - 308 მილიონ 790 ათას 600 დოლარით; ხოლო მესამე ადგილს - 266 მილიონ 839 ათას 100 დოლარით სპილენძის მადნები იკავებს; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი დაფასოებული მედიკამენტები და ნავთობის აირები ინაწილებენ, რომელთა იმპორტმაც საანგარიშო პერიოდში შესაბამისად, 181 მილიონ 479 ათას 400 და 178 მილიონ 683 ათას 500 დოლარი შეადგინა.

AutoPlay
254 ჯარიმა და 75 გაფრთხილება - რა დარღვევები აღმოაჩინა საჯარო სამსახურის ეროვნულმა ბიურომ მოხელეთა დეკლარაციებში
გამოქვეყნდა 22 საათის წინ
სემეკი - ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 186 677 ლარი ჩამოეწერა
გამოქვეყნდა 22 საათის წინ
აშშ-ჩინეთის პირველი ეტაპის შეთანხმების შემდეგ ეკონომისტები მსოფლიოში დადებით ტენდეციებს ელოდებიან
17-01-2020
2019 წელს ბანკებმა 45.7 მლნ ლარით მეტი ღირებულების ქონება დაისაკუთრეს, ვიდრე 2018-ში
17-01-2020
2019 წელს საქართველოში საწვავის ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთიდან შემოვიდა
17-01-2020
კომპანია, რომელიც ჯარისთვის გაყინული ხორცის მიწოდებაზე 3-ჯერ დაჯარიმდა, "ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შვილს ეკუთვნის
17-01-2020
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები