19:35
27 იანვარი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
რას ყიდის და ყიდულობს საქართველო, ყველაზე დიდი რაოდენობით? - გაეცანით საიმპორტო და საექსპორტო პროდუქტების ჩამონათვალს
27-12-2018

2018 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11 მილიარდ 300 მილიონი  ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 18.6 პროცენტით აღემატება. საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში 24%-ით გაიზარდა ექსპორტი და 3 მილიარდ  დოლარს მიაღწია, ხოლო იმპორტი 16.8%-ით გაიზარდა და 8 მილიარდ 300 მილიონ  დოლარს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით, სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებს ყიდის; მას მოსდევს მსუბუქი ავტომობილები; მე-3 ადგილზე კი ფეროშენადნობებია; ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს ყურძნის ნატურალური ღვინოები და სიგარები, სიგარილები და სიგარეტები ინაწილებენ.

რაც შეეხება, ტოპ-5 საიმპორტო პროდუქტს, ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდულობთ, ნავთობს და ნავთობპროდუქტებს; მე-2 ადგილზეა - მსუბუქი ავტომობილები; ხოლო მესამეზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი დაფასოებული მედიკამენტები და ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები იკავებს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები