2018 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11 მილიარდ 324 მილიონ 700 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.1%-ი შეადგინა.იანვარ ნოემბერში უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა იყო თურქეთი, რომლის სავაჭრო ბრუნვამ საქართველოსთან მილიარდ 550 მილიონ 900 ათასი დოლარი შეადგინა; მას მოსდევს რუსეთი - მილიარდ 254 მილიონ 900 ათასი დოლარით; მესამე ადგილზე კი ჩინეთია, რომლის სავაჭრო ბრუნვამ საქართველოსთან 967 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. ჩამონათვალში მე-4 და მე-5 პოზიციებს აზერბაიჯანი და უკრაინა იკავებენ.