თბილისის მერია გარემოვაჭრეების პროტესტს და მათ მიერ მარჯანიშვილის მოედანზე უკანონო საქმიანობის გაგრძელების ფაქტს ეხმაურება. როგორც თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარევაჭრობის განხორციელება დაუშვებელია და ყველა უკანონო ქმედებას რეაგირება მოყვება. მისივე თქმით, კონკრეტული პირები ცდილობენ თემით სპეკულირებას და მეწარმეებს კანონდარღვევისკენ მოუწოდებენ.