"M2" თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ბრალდებებს პასუხობს. ალექსანდრე ელისაშვილმა მელიქიშვილის გამზირზე არსებული ისტორიის ინსტიტუტის ყოფილი შენობის გადარჩენის საკითხი საკრებულოს სხდომაზე დააყენა და აღნიშნა რომ დეპუტატებს პროექტის შეჩერებისკენ მოუწოდა. როგორც მან სხდოამზე აღნიშნა, ადგილზე "M2" ვანდალურ პროექტს ახორციელებს, რის გამოც ის საპროტესტო აქციებს გამართავს. თავად კომპანიაში კი აცხადებენ რომ მათი მიზანი არათუ ისტორიული შენობის განადგურება, არამედ მის კონსერვაცია და ძველი და ახალი შენობის არქიტექტურული სინთეზის შექმნაა, რომლის მსგავსიც თბილისში ჯერ არ ყოფილა.