11:12
7 აპრილი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
რას ნიშნავს "ნულოვანი პაციენტი" და რა მოსაზრებები აქვთ მეცნიერებს კორონავირუსით ინფიცირებულ პირველ ადამიანზე
25-03-2020

კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა დღითიდღე იზრდება.

საინტერესოა ვინ იყო ე.წ. პა­ცი­ენ­ტი ზერო - ვირუ­სუ­ლი თუ ბაქ­ტე­რი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბით პირ­ვე­ლი და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა მისი იდენ­ტი­ფი­კა­ცია?

გე­ნე­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ხა­ზის გა­მოკ­ვლე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა და არ­სე­ბობს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მეც­ნი­ე­რებ­მა იმ პირ­თა იდენ­ტი­ფი­კა­ცია მო­ახ­დი­ნონ, რომ­ლებ­მაც და­ა­ვა­დე­ბის გა­და­ცე­მა პირ­ვე­ლებ­მა და­ი­წყეს.

ვინ არის კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი "ნუ­ლო­ვა­ნი პა­ცი­ენ­ტი" - მთა­ვა­რი ჰი­პო­თე­ზე­ბი ვირუ­სის პირ­ველ წყა­რო­ზე

ჯერ­ჯე­რო­ბით და­ზუს­ტე­ბით არა­ვინ იცის, თუ ვინ იყო COVID 19-ის "ნუ­ლო­ვა­ნი პა­ცი­ენ­ტი". ჩი­ნელ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­მა თა­ვი­დან გა­მო­ა­ცხა­დეს, რომ ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა 31 დე­კემ­ბერს და­ფიქ­სირ­და, პნევ­მო­ნი­ის მსგავსი ინ­ფექ­ცი­ის ბევ­რი შემ­თხვე­ვა კი მა­შინ­ვე უხა­ნის ზღვის პრო­დუქ­ტე­ბი­სა და ცხო­ვე­ლე­ბის ბა­ზარს და­უ­კავ­შირ­და.

თუმ­ცა, ჩი­ნე­ლი მკვლე­ვა­რე­ბი კვლე­ვა­ში, რო­მე­ლიც ლან­სე­ტის სა­მე­დი­ცი­ნო ჟურ­ნალ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა, ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ COVID 19-ის დი­აგ­ნო­ზი პირ­ველ ადა­მი­ანს 2019 წლის 1-ელ დე­კემ­ბერს და­უდ­გინ­და და ამ პირს ბა­ზარ­თან არა­ნა­ი­რი კონ­ტაქ­ტი არ ჰქო­ნია. მათი თქმით, პა­ცი­ენ­ტი ხან­ში შე­სუ­ლი კაცი იყო ალ­ცჰა­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბით, ის ბაზ­რი­დან ავ­ტო­ბუ­სის 4 გა­ჩე­რე­ბის მო­შო­რე­ბით ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა და­ა­ვა­დე­ბის გამო, გა­რეთ თით­ქმის არას­დროს გა­დი­ო­და.

მკვლე­ვა­რე­ბი ასე­ვე აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ იგი­ვე სიმპტო­მე­ბი შემ­დგომ დღე­ებ­ში 3 ადა­მი­ანს გა­მო­უვ­ლინ­და, მათ შო­რის ორს ბა­ზარ­თან შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია. COVID 19-ის გავ­რცე­ლე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვედ­რი­ლი 41 ადა­მი­ა­ნი­დან კი, 27 მათ­გა­ნი ბა­ზარ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

ჰი­პო­თე­ზა, რომ ეპი­დე­მი­ის აფეთ­ქე­ბა სწო­რედ ზღვის პრო­დუქ­ტე­ბი­სა და ცხო­ვე­ლე­ბის ბა­ზარ­ში და­ი­წყო, სა­დაც ცხო­ველ­მა ვირუ­სი ადა­მი­ანს გა­დას­დო, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ ყვე­ლა­ზე რე­ა­ლურ ჰი­პო­თე­ზა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები