მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე საპატრიარქოსთან აქციას მართავს. „მინდა მივმართო საქართველოს მოსახლეობას, ვისაც გულთან ახლოს მიაქვს და მიაჩნია, რომ ჩემი ძმა უდანაშაულოა, უსამართლოდ ცოცხალი ადამიანი იღუპება, ვთხოვ, საპატრიარქოსთან მოვიდეს და უდანაშაულო პატიმარს მხარი დაუჭიროს," - განაცხადა თორნიკე მამალაძემ. მისივე თქმით, საპატრიარქოსთან დაწყებული აქციების პირველი დღეებიდან აცხადებდა, რომ მისი ძმის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია.