საქართველოს მთავრობა არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დასადებად მოლაპარაკებების დაწყებას აპირებს. პორტალ East-Fruit-ის შეფასებით, ახალი შესაძლებლობებიდან, რომლებიც ტარიფების გაუქმების შედეგად გაჩნდება, სარგებელს კენკრის, თხილის, ხილისა და ბოსტნეულის ქართველი მწარმოებლები ნახავენ.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრების, მათ შორის საქართველოსთვის საემიროებში სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი, საშუალოდ 6%-ით იბეგრება. დაბალი ტარიფისა და იმპორტირებულ პროდუქტებზე დიდი მოთხოვნილების მიუხედავად, EastFruit-ის მონაცემებით, საქართველო არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ექსპორტს არც თუ ისე დიდი რაოდენობით ახორციელებდა.
ჯამსი, გასული 8 წლის განმავლობაში ქართული ხილის, თხილისა და ბოსტნეულის ექსპორტმა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მხოლოდ 3,2 მლნ დოლარი შეადგინა.