ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში. საკანონმდებლო ორგანოში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სიტყვიერი დაპირისპირება უმრავლესობის დეპუტატ გიორგი ხელაშვილსა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნონა მამულაშვილს შორის მოხდა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტის ეთიკის კომისიის რეაგირება მითხოვა. კამათი კომიტეტის სხდომაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ფრაქცია „ლელოს - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის დაბარების საკითხი დასვა.