"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ინფორმაციით, თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები უზუსტობებს შეიცავს.როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დღემდე დირექტორის პოზიციას იკავებს შპს “კრეს GMBH ავტო ჰაუსში”, რომელიც 2006 წლის 28 მარტსაა რეგისტრირებული. კომპანიის მთავარ საქმიანობად ავტონაწილებითა და ავტომობილებით ვაჭრობაა მითითებული. გარდა ამისა, კომპანია არ არის შეტანილი ტარიელ ხეჩიკაშვილის 2015 წლის ქონებრივ დეკლარაციაში. მათივე ინფორმაციით, უზუსტობებია იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბურჭულაძის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძის, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ქეთევან ბაკარაძის, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე კახაბერ რუსიას, ასევე, პარლამენტის წევრების, პაატა კიკნაველიძისა და თამაზ ყაჭეიშვილის დეკლარაციებში. 2017 წელს საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონი უნდა ამოქმედდეს, რომლის თანახმად, საჯარო სამსახურის ბიურო ვალდებული იქნება, თანამდებობის პირების მიერ არასრულად შევსებული დეკლარაციების მონიტორინგი განახორციელოს.