„ჩიტის სახლი“ ამერიკელი ნოველისტის, მომღერლისა და კომპოზიტორის, ჯოშ მალერმანის პოსტ-აპოკალიფსური ჟანრის ნოველაა. წიგნის ორიგინალი 2014 წელს ერთდროულად ორ ქვეყანაში, დიდ ბრიტანეთში და ამერიკის შეერთებულ შტატბეში, გამომცემლობების „ჰარპერ ვოიაჟერის“ და „ეკო პრესის“ მიერ გამოიცა.
წიგნის მთავარი გმირი, ახლაგაზრდა ქალი მელორია, რომელიც ექიმთან ვიზიტზე, მოულოდნელი ფეხმძიმობის შესახებ გაიგებს. ამის პარალელურად საინფორმაციო გამოშვებებში გახშირებული სუიციდისა და მკვლელობების შესახებ საუბრობენ, რომელსაც ამოუცნობ არსებებს მიაწერენ. ქალაქში ამ უცნაური მოვლენებისა და კონკრეტული ფაქტების შესახებ გავრცელებული ინფორმაციული ტალღა მელორის და თავის დას, შენონს საკუთარ სახლში გამოკეტვას გადააწყვეტინებს, იმ იმედით, რომ მომასწავებელ სამყაროს აღსარულს გადაურჩებიან. ადამიანები აღმოაჩენენ, რომ უცხო არსებები, ხალხს თვითმკვლელობას მათთვის თვალებში ჩახედვის გზით ახერხებენ. ამ აღმოჩენის შემდეგ, ადმიანები მოუწევთ ქუჩაში გამომოსვლისგან თავი შეიკავონ, ან თვალებახვეულებმა იარონ. სამთვიანი მალვის შემდეგ, მელორის და, შენონი, საძინებლის ფანჯრიდან შემთხვევით უცხო არსებებს დაინახავს და უნებურად თვალს გაუსწორებს მათ, ამის შემდეგ იგი თავს იკლავს. სასოწარკვეთილი და განადგურებული, ფეხმძიმე მელორი გაზეთის ფურცლებიდან გებულობს ინფორმაციას უსაფრთხო ადგილების შესახებ, იგი ქუჩაში გადის, რის შემდეგაც, სხვა ადამიანებთან ერთად შვილისთვისა და თვითგადარჩენისთვის ბრძოლას იწყებს.
„ჩიტის სახლი“ ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2022 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ. ქართველი მკითხველისთვის იგი ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებ-გვერდზე Palitral.ge