ნუცუბიძის პლატოზე პატრულის მიერ დაკავებისას გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ოჯახი დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭებასა და საქმის მასალების გაცნობას ითხოვს. განცხადება თბილისის პროკურატურაში ოჯახის ადვოკატმა, საია-ს იურისტმა ლევან ვეფხვაძემ შეიტანა. ოჯახი ასევე ითხოვს საქმისთვის კვალიფიკაციის შეცვლას და ოფიციალური წერილით საგამოძიებო ორგანოს უახლოეს დღეებში მიმართავს. იურისტი მიიჩნევს, რომ გამოძიება სასმსახურებრივი გულგრილობის მუხლით უნდა გაგრძელდეს.