ავტომოყვარულები, ავტომობილების დილერი კომპანიების წარმომადგენლები და ავტომფლობელები, დიღომში, ოლიმპიური არენის ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი აქციზის გადასახადის ზრდას აპროტესტებენ. ისინი ავტომანქანებით ქალაქში მსვლელობას და პარლამენტის შენობასტან მისვლას გეგმავენ.