ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, რომელზეც ბრალი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს დათა ახალაიასა და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს უფროსს გიორგი დგებუაძეს, მეტსახელად “მასტერას” აქვს წაყენებული, მოწმის სახით დათა ახალაიას მძღოლი დაიკითხა. ელიმბაი ალიევმა სასამართლო პროცესზე 2006 წლის 12 იანვარს განვითარებული მოვლენები გაიხსენა და დათა ახალაიას გადაადგილების მაშინდელ მარშრუტზე ისაუბრა.