რას ჰყვება "პალიტრანიუსის" ოპერატორი, რომელსაც "ღირსების მარშის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ - Palitra News

რას ჰყვება "პალიტრანიუსის" ოპერატორი, რომელსაც "ღირსების მარშის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ

2021-07-05 12:13:51+04:00

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაშავებულ, მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შორის ერთ-ერთი ტელეკომპანია "პალიტრანიუსის“ ოპერატორი რომა ტარუღიშვილია.

ტელეკომპანიის ოპერატორს პრაიდის მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ასევე, დამტვრეულია კომპანიის კუთვნილი ტექნიკა.

ტარუღიშვილის სასწრაფო-სამედიცინო დახმრების ჯგუფმა „ნიუ ჰოსპიტალსში“ გადაიყვანა. ოპერატორს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული, მათ შორის გატეხილი აქვს ცხვირი.