ხმაურიანი დაპირისპირება, რომელიც გუშინ პეკინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურში მოხდა, მოქალაქე ზაზა მეზვრიშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ონლაინ-რეჟიმში განათავსა.სიტყვიერი შელაპარაკება ჯიხურის მოლარესა და მეზვრიშვილს შორის იმას მოჰყვა, რომ მამაკაცის უცხოელმა სტუმარმა ვალუტის გადამცვლელ პუნქტში დოლარი დაახურდავა, რისთვისაც საკომისიო 9% გადაახდევინეს - ყაზახეთის მოქალაქეს 200 აშშ დოლარის გადახურდავებაში მოლარემ მომსახურების საფასურად 48 ლარი გამოართვა. უკმაყოფილების გამოთქმის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მოლარე კანონით ვალდებულია 30 წუთის ვადაში თანხა უკან დაუბრუნოს მომხმარებელს, მან აღნიშნულზე უარი განაცხადა.