ზუგდიდის 95-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაური იყო. ერთმანეთს „რუსთავი 2“- ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და მოქალაქე ქეთევან სორდია დაუპირისპირდნენ. როგორც სორდიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ნიკა გვარამია მას ფიზიკურად გაუსწორდა, ასევე „ხელში ეჭირა პოლიეთილენის პარკი, რომელშიც ჩუსტები ჰქონდა, გამოართვა და ძირს დააყრევინა“.თავის მხრივ გვარამიამ განაცხადა, რომ ქალბატონი „ქართული ოცნებიდან“ მოგზავნილი პროვოკატორია. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ვითარების განმუხტვას გარშემომყოფები ცდილობდნენ.