კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პანკისის ხეობის უხუცესებზე გარკვეული სახის ზეწოლა მიმდინარეობს. ქადაგიშვილი არ აკონკრეტებს, ვინ ახდენს ზეწოლას, თუმცა აცხადებს, რომ ზეწოლა მიმდინარეობს საინფორმაციო წყაროებიდან დაწყებული, "სხვა წყაროებით" დამთავრებული.როგორც ქადაგიშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა, ყველა დეტალს თავადაც არ იცნობს.