2019 წელს საქართველო პროექტის „მწვანე ეკონომიკის“ განხორციელებას იწყებს, რომელიც სამთო ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითრებას გულისხმობს.აღნიშნული წამოწყება ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდება. შესაბამის მოლაპარაკებას ხელი საქართველომ და ევროკავშირის წარმომადგენლებმა უკვე მოაწერეს.„მწვანე ეკონომიკა“ გაწერილია 4 წელიწადზე და ქვეყნის 4 რეგიონს, ზემო სავანეთს, რაჭა ლეჩხუმს, ქვემო სავანეთსა და იმერეთს მოიცავს. პროექტი ორგანული სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით საქართველოს კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზაციას, შიდა კონტროლის მექანიზმის ჩამოყალიბებას, ასევე, იმ ფერმერული კოოპერატივების გაძლიერებას ითვალისწინებს, ვინც ორგანული სოფლის მეურნეობით არიან დაინტერესებული.